2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 24.3 მლრდ ლარს შეადგენს.

ამის შესახებ ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს საშუალებას იძლევა ბიუჯეტმა სრულყოფილად უპასუხოს ქვეყნის ძირითად გამოწვევებს.

ამასთან, ბიუჯეტის პირველადი პროექტით, სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 21.154 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 1.983 მლრდ ლარით, ხოლო 2022 წელს დაგეგმილი ბიუჯეტის ცვლილების პროექტთან შედარებით 1.475 მლრდ ლარით მეტია.

რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად რამდენით იზრდება სამინისტროების ასიგნებები და რა თანხებია გათვალისწინებული სხვადასხვა უწყებისთვის, 2023 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით ასე გამოიყურება:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები 6.798 მლდრ ლარით განისაზღვრა, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 771.1 მლნ ლარითაა გაზრდილი

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 1.978 მლრდ ლარზე მეტს შეადგენს, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ასიგნებას 293.7 მლნ ლარით აღემატება.

 

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 401.232 მლნ ლარით, ზრდა 43,4 მლნ ლარი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2.976 მლრდ ლარამდე, ზრდა 80,8 მლნ ლარია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 688.5 მლნ ლარს, ზრდა 95,4 მლნ ლარია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 653.7 მლნ ლარი, კლება 278,7 მლნ ლარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 106 მლნ ლარს; კლება 596 ათასი ლარი.

იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 369,4 მლნ ლარი; კლება 58,8 მლნ ლარი.

საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 183,0 მლნ ლარი; ზრდა 6,4 მლნ ლარი.

თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1.260 მლრდ ლარი, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმას 257.6 მლნ ლარით აღემატება.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1.070 მლრდ ლარი, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმას 205 მლნ ლარით აღემატება.

ცნობისათვის, ეს არის 2023 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი, რომელიც შესაძლოა, დამტკიცებამდე დაკორექტირდეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *