არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის მონაცემებით, 2022 წლის 25 თებერვლიდან 30 ივნისამდე საქართველოში შემოსული პირებიდან,

[31 ივლისის მდგომარეობით] ქვეყანა დატოვებული არ ჰქონდა რუსეთის 42577 მოქალაქეს.

ორგანიზაციამ დაითვალა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში დარჩენის მაჩვენებლები.

მათი კვლევით, 2022 წლის მარტი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში შემოსვლის და გასვლის მაჩვენებლებს შორის სხვაობით დგინდება, რომ საქართველოში შემოვიდა რუსეთის 49505-ით მეტი მოქალაქე, ვიდრე გავიდა ქვეყნიდან. ორგანიზაციის მიგნებით, ამ პერიოდში საქართველოში დარჩა ჯამურად 65 ათასამდე რუსეთის და ბელარუსის მოქალაქე. 

რას ფიქრობს საზოგადოება საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლის შესახებ-ამ საკითხთან დაკავშირებით რადიო ,,ძველმა ქალაქმა’’ გამოკითხვა ჩაატარა. Მოისმინეთ ჩენი რესპოდენტების აზრი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *