შეჩერებული მშენებლობა და მოტყუებული 400-მდე პოლიციელი-,,ნაციონალური მოძრაობა’’ ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს.
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის’’ თავჯდომარემ, გიგა შუშანიამ, ნიკეას #19-თან, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს 88 თანამშრომლისთვის ორი 11-სართულიანი კორპუსი უნდა აშენებულიყო, ბრიფინგი გამართა და მშენებელი კომპანია, ხელისუფლებასთან ერთად, თანხების მითვისებაში დაადანაშაულა.
საქმე ეხება შშს-ს 33 465 912 ლარიან პროექტს, რომლის მიხედვით, საქართველოს ხუთ ქალაქში – ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, თბილისსა და რუსთავში, 400-მდე შშს-ის თანამშრომლისთვის 10 კორპუსი უნდა აშენებულიყო.
აღნიშნულ ქალაქებში პროექტში ჩართულ შსს-ის თითოეულ თანამშრომელს 77 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე ბინა ე.წ. „თეთრი კარკასის“ მდგომარეობით უნდა მიეღო. მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულებულიყო.
რაც შეეხება კონკრეტულად ქუთაისს, ნიკეას #19 ორი თერთმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობა კომპანია „თი ემის“ დაევალა, რისთვისაც 7 მილიონ ლარამდე გამოიყო, თუმცა მშენებლობა შეჩერებულია.
გიგა შუშანიას ინფორმაციით, კომპანიის დირექტორი, ჯემალ გვარლიანი „ქართული ოცნების“ შემომწირველია, მას ჯამში მმართველი პარტიისთვის 60 000 ლარი აქვს შეწირული, რაც გიგა შუშანიასვე შეფასებით, კორუფციის აშაკარა მაგალითა.
,,ყველა ქალაქში მშენებლობა მიტოვებულია. ჩემს უკან დგას დაუსრულებელი შენობები, სადაც 2 წლის წინ 88 ბედნიერი პოლიციელი უნდა შესახლებულიყო. შშს-ს სახე აშკარაა. ჩვენ ვხედავთ როგორ ექცევა სამინისტრო რიგით პოლიციელებს, სამაგიეროდ, კონკრეტული ჩინოვნიკები მდიდრდებიან. ეს კორუფციული სქემა რიგითი პოლიციელების ხარჯზე იქმნება და ჩვენ ვხედავთ, რომ ასობით პოლიციელი ტოვებს სამსახურს და მიდის ამერიკაში, რათა ოჯახი გამოკვებოს,’’-ამბობს გიგა შუშანია.
პროექტის მიხედვით, ბინის ღირებულების 40%-ს სამინისტრო, 60%-ს კი პროექტში ჩართული სამინისტროს თანამშრომელი იხდის.