დეოლიგარქიზაციის მნიშვნელობას, რომელიც ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმიდან ერთ-ერთია,
,,ქართული ოცნების’’ წევრები განსხვავებულად ხსნიან. ისინი აცხადებენ, რომ ოლიგარქი არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ მიხეილ სააკაშვილი და სხვა ოპოზიციონერი ლიდერები არიან.
მმართველი გუნდის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილს აქვს ფული, მაგრამ არ აქვს გავლენა მედიასა და პოლიტიკურ პროცესებზე, განსხვავებით მიხეილ სააკაშვილისგან, ამიტომ ის ოლიგარქის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. ევროკაპარლამენტარები კი განმარტავენ, რომ დეოლიგაქრიზაცია ,,დებიძინიზაციას’’ გულისხმობს და პოლიტიკურ პროცესს სწორედ ეს ადამიანი უნდა ჩამოშორდეს.
როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების პოზიცია და ვის მიიჩნევენ ოლიგარქად ქუთაისის მცხოვრებლები – ამასთან დაკავშირებით რადიო ,,ძველმა ქალაქმა’’ გამოკითხვა ჩაატარა.
მოისმინეთ ჩვენი რესპოდენტების აზრი.