საქართველოში საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასის განცხადებით, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯამრთელობის მდგომარეობის მხარდაჭერა.
მისი თქმით, აუცილებელია ადამიანებს საპატიმრო დაწესებულებაში ევროპული სტანდარტების მკურნალობაზე მიუწვდებოდეთ ხელი.
,,ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მარტივი არ არის ამის გაკეთება, მაგრამ აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ასევე, რეკომენდაციები იქნა გაცემული სახალხო დამცველის სამსახურის მხრიდან და იმედი მაქვს, მალე იქნება მოძებნილი გამოსავალი. ადამიანის ჯამრთელობის დაცვის უფლება უნდა იყოს უზრუნველყოფილი”, – განაცხადა დიეგო კოლასმა.