ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქში, ქალაქ კრემინას ათასობით მცხოვრები ახლა ოკუპანტების ტყვეობაშია.
მათ ქალაქის დატოვება ვერ მოასწრეს. სერგეი გაიდაის თქმით, ევაკუაცია დღეს იგეგმება, თუმცა რუსები ე.წ. სიჩუმის რეჟიმზე უარს ამბობენ.
„დღეს ევაკუაციაში მოხალისეები დაგვეხმარებიან, პოლიცია მოხუცებს თავშესაფრებიდანაც წაიყვანს. ამიტომ, როცა პატრულს ხედავთ, არ დააყოვნოთ – ეს არის გაქცევის შანსი. ყოველდღე მცირდება ასეთი შესაძლებლობები… დაგეხმარებიან საცხოვრებლის მოძიებაში, სახელმწიფოსგან და საერთაშორისო პარტნიორებისგან ფინანსური დახმარების მიღებაში, სხვა საშინაო პრობლემების მოგვარებაში. ავტობუსები გელოდებათ“- ამბობს სერგეი გაიდაი.
ის აღნიშნავს, რომ ვინც არ არის თანახმა “თანამშრომლობაზე”, რუსები ადგილზე კლავენ.