უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბერძნეთის პარლამენტს მიმართა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბერძნეთს დახმარებისთვის და დაწესებული სანქციებისთვის მადლობა გადაუხადა. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდებს მეგობარ ქვეყანას, რომ თავიანთი რესურსები მარიუპოლის დასახმარებლად გამოიყენონ.
“მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვახსოვს ასე ფერფლად ქცეული ქალაქი. ნახევარ მილიონიან მარიუპოლში ხალხი შიმშილით და წყურვილით დახოცეს. რუსეთი ანადგურებს ყველაფერს, ისინი ბომბავენ სამშობიაროებს, კლინიკებს, მათ დაბომბეს თეატრიც.
ეს არის ქალაქი, რომელიც ბერძნებს ყოველთვის გულთბილად იღებდა და მათი სახლიც იყო. უკრაინა ერთ-ერთი უდიდესი მართლმადიდებელი ქვეყანაა. თუ ვინმე ეცდება ბერძნული ფესვების უკრაინის ისტორიიდან ამოგლეჯვას, ეს ჩვენი თავის ფუნდამენტური ნაწილის დაკარგვა იქნება. რუსულ ჯარს ნგრევა და დესტრუქცია მოაქვს.
რუსეთი ცდილობს ევროპა დააშანტაჟოს ეკონომიკური და ენერგო კუთხით. მოგიწოდებთ გამოიყენოთ თქვენი რესურსები მარიუპოლის დასახმარებლად. მადლობა დახმარებისთვის და მადლობა დაწესებული სანქციებისთვის,” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.