ხმაური იყო ხარაგაულის საკრებულოში.
დაპირისპირება ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნას მოჰყვა. ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თორნიკე ავალიშვილის მტკიცებით, ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე თანამდებობას კანონდარღვევით იკავებს, რადგან მას დიპლომი არ აქვს.
ოპოზიცია თავმჯდომარეს მოუწოდებდა, წარმოედგინა დიპლომი, წინააღმდეგ შემთხვევაში საკრებულოს სხდომას არ ჩაატარებინებდნენ.
დაპირისპირების გამო საკრებულოს თავმჯდომარემ ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახა და ოპოზიციის წევრები სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.