უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ბუჩაში ჩავიდა.
პრეზიდენტმა დაათვალიერა გზა, სადაც ადრე რუსული კოლონა იდგა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუჩაში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთმა ჩაიდინა ომის დანაშაულები და უკრაინელი ხალხის გენოციდი.
BBC-ის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რუსეთთან მშვიდობის საკითის განხილვა, ზელენსკიმ უპასუხა: „დიახ, რადგან უკრაინას უნდა ჰქონდეს მშვიდობა. ჩვენ, 21-ე საუკუნეში, ევროპაში ვართ. ჩვენ, დიპლომატიური და სამხედრო თვალსაზრისით, ძალისხმევას ვაგრძელებთ“.
ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩასა და კიევის ოლქის მიმდებარე ქალაქებში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსი ოკუპანტების მიერ, ასობით მოკლული და ნაწამები უკრაინელების ცხედრები იპოვეს.