რუსები ჩერნიჰივის (ჩერნიგოვი) დაბომბვას განაგრძობენ.

რუსეთი არღვევს საკუთარ პირობას, რომ კიევისა და ჩერნიჰივის მიმართულებით საომარი მოქმედებები უნდა შემცირებულიყო. ტერიტორიაზე გრძელდება დაბომბვა და სარაკეტო დარტყმები.

რუსული ძალები განაგრძობენ პოზიციების დაკავებას კიევის აღმოსავლეთითა და დასავლეთით. 

მძიმე ბრძოლები გრძელდება მარიუპოლშიც, თუმცა უკრაინული ძალები ქალაქის ცენტრს ისევ აკონტროლებენ. მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის 45 ავტობუსი გაიგზავნა. ჰუმანიტარული დერეფნები შეთანხმებულია.

UNIAN-ის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მე-7 სამხედრო ბაზის ქვედანაყოფებიდან რუსი დამპყრობლების ჯგუფი გაანადგურეს. ეს ის სამხედროები არიან, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ოკუპირებული აფხაზეთის რესპუბლიკიდან ჩავიდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *