გაერომ უკრაინაში ომის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური კომისია შექმნა.

კომისიას რუანდის საერთაშორისო ტრიბუნალის ყოფილი თავმჯდომარე, ერიკ მიოსე უხელმძღვანელებს.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა, რომ არსებობს “სანდო ბრალდებები”, რუსეთის მიერ უკრაინაში კასეტური ბომბების სულ მცირე 24-ჯერ გამოყენების შესახებ.

ბრალდებები გამოძიების პროცესშია, ისევე როგორც უკრაინელების იძულებით ევაკუაცია მარიუპოლიდან რუსეთში. ბაჩელეტის თქმით, რუსეთის თავდასხმები უკრაინის დასახლებულ რაიონებში “უზარმაზარ შეშფოთებას იწვევს” და შესაძლოა, ომის დანაშაულებს გაუტოლდეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *