უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ოკუპანტებმა სკადოვსკის მერი და მისი მოადგილე გაიტაცეს.
ამის შესახებ ინფორმაციას კულება Twitter-ზე ავრცელებს.
“რუსი დამპყრობლები აგრძელებენ უკრაინაში დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი ლიდერების გატაცებას. დღეს სკადოვსკის მერი, ალექსნადრ იაკოვლიევი და მისი მოადგილე, იური პალიუხი გაიტაცეს. სახელმწიფოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაუყოვნებლივ უნდა მოსთხოვოს რუსეთს, რომ ყველა გატაცებული უკრაინელი მაღალჩინოსანი გაათავისუფლონ”, — წერს ის.