უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად გამართული აქციების შემდეგ, მესხიშვილის თეატრის შენობაზე უკრაინის, ევროკავშირის და საქართველოს დროშები გამოფინეს.
მანამდე უკრაინის დროშა ქუთაისის მერიის შენობაზე ,,ნაციონალურმა მოძრაობის’’ წევრებმა თავიანთი კაბინეტის ფანჯრიდან გადმოფინეს.
ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო.
უკრაინის მხარდამჭერი აქციები ხუთი დღის განმავლობაში იმართებოდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ქუთაისში. ქუთაისში შემდეგი აქცია 6 მარტს გაიმართება.