უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ქუთაისის მერიის შენობაზე, თავიანთი კაბინეტის ფანჯრიდან უკრაინის დროშა გადმოკიდეს.
ისინი ამბობენ, რო უკრაინისადმი მხარდაჭერა ადგილობრივ ხელისუფლებას არც სიტყვიერი და არც სხვა ფორმით გამოუხატავს, ამიტომ გადაწყვიტეს, უკრაინის მხარდამჭერი სიმბოლიკა მერიის შენობაზე თავად დაეკიდებინათ.
,,ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც ქუთაისის მერიამ ვერ გაბედა, რათა უკრაინელმა ერმა არ იფიქროს, რომ გასაჭირში მივატოვეთ და გავანეიტრალოთ ის სირცხვილი, რაც მთავრობის უმოქმედობის გამო ვიგემეთ,”-ამბობს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე , გიგა შუშანია.
ის ქუთაისის მერს მოუწოდებს, მისცეს უფლება უკრაინის დროშა მერიის აივნიდან დაკიდონ.