საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
ამ დღესთან დაკავშირებით პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები კოჯორში, იუნკერების მემორიალთან შეიკრიბნენ.
1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის დანაყოფებმა თბილისი აიღეს. ქართველმა იუნკრებმა წითელ არმიას კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში თავდადებული ბრძოლა გაუმართეს და გმირულად დაიღუპნენ.
საქართველოს პარლამენტმა 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოაცხადა.