ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა უკრაინის მთავრობას და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეების თქმით, ეს არის მთელი ცივილიზებული სამყაროს ბრძოლა დამპყრობლური რეჟიმის წინააღმდეგ და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აუცილებელია.
,,დღეს აქ ჩემს სამი თვის შვილთან ერთად ერთი მიზნით მოვედი: ყველანი გავერთიანდეთ იმ დიდი ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც პუტინისტური რუსეთი ჰქვია. მათი დაპყრობლური ბუნება ყოველდღე ძლიერდება და მთელი მსოფლიო ერთი ადამიანის ნებასურვილს ემორჩილება. მას უნდა, შედის და ანადგურებს. ჩვენ, ყველა ერთად ამ ბოროტებას დავამარცხებთ. უკრაინელ ხალხს დღეს მხარდაჭერა სჭირდება,”-ამბობს ჟურნალისტი თეონა ფარულავა.
,,ვგმობთ რუსულ აგრესიას. ეს არის პროგრესული საზოგადოების ორიენტაცია. მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს. ეს იყო სპონტანური აქცია. გვინდოდა გვეთქვა, რომ მხარს ვუჭერთ მშვიდობას და ევროპულ ორიენტაციას,”-ამბობს ჟურნალისტი ზეკო ხაჩიძე.