ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
აქციის მონაწილეები უკრაინელ ხალხს სოლიდარობას გამოუცხადებენ.
აქციას ჟურნალისტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდებიან.
” მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობა, ვინც ამ ისამართლო ბრძოლაში მხარ უჭერს უკრაინას, მოხვიდეთ, და სოლიდარობა გამოუცხადოთ უკრაინელ ხალხს და მთავრობას,”-ამბობენ აქციის მონაწილეები.
აქცია 24 თებერვალს, 19:00 საათზე, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.