ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, გიგა შუშანია მერიაში სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს.
გიგა შუშანიას ინფორმაციით, მერიამ ტურიზმის ცენტრისთვის 56 980 ლარის ღირებულების ავტომობილი შეიძინა,
მისი შეძენის მეორე დღიდან კი ავტომანქანის შეკეთებისთვის 6136 ლარი დაიხარჯა, რაც გიგა შუშანიას თქმით, იმას ადასტურებს, რომ მანქანა გაუმართავი იყო.
,,ავტომანქანის გაუმართაობის შესახებ ეჭვს ამყარებს ის ფაქტი, რომ მისი შეძენის შემდეგ ააიპი ხშირად ხარჯავდა სხვა იგივე ტიპის ტრანსპორტის იჯარის თანხებს. მაგალითად, 29 ნოემბერს – ააიპმა 930 ლარად იქირავა მარშუტი იმავე მიზნებისათვის, რომელიც აღნიშნული ავტომობილით უნდა შეესრულებინა,”-აცხადებს გიგა შუშანია.
ის ფაქტზე სასწრაფოდ გამოძიებას ითხოვს.
,, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კორუფციულ გარიგებას, რამაც ბიუჯეტის თანხების გაფლანგვა გამოიწვია. ასევე უნდა დადგინდეს რეალურად ვის ეკუთვნოდა გაუმართავი ავტომობილი და რა ინტერესი ამოძრავებდა ქუთაისის მერიას 57 000 ლარი გადაეხადა გაუმართავ ავტომობილში”-ამბობს გიგა შუშანია.
DMO იმერეთში აცხადებენ, რომ ავტომობილი, რომელიც ტურიზმის ცენტრმა გასულ წელს შეიძინა, გამართულ მდგომარეობაში იყო, მაგრამ მას დროთა განმავლობაში გარკვეული შეკეთება დასჭირდა და თანხებიც ამაზე დაიხარჯა.
,,შევიძინეთ ავტომობილი, რათა ჩვენი ფუქნცია-მოვალეობები განგვეხორცჯიელებინა. Ჩვენ წლის განმავლობაში ინფო ტურებს ვატარებთ, ასევე გვჭირდება რეგიონებში გასვლა და ამ ყველაფრისთვის გვჭირდება ტრანსპორტირება. მანქანას ხარვეზები არ ჰქონია, აბსოლუტურად გამართული იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველა ავტომობილი საჭიროებს შეკეთებას. სად ხედავენ კორუფციის ნიშნებს? Მგონი საკრებულოს წევრს უნდა უხაროდეს, რომ მის ქალაქში არსებული ორგანიზაცია, Რომელიც ტურისტებს ემსახურება, მაღალი კლასის ავტომობილით სარგებლობს,’’- აცხადებს DMO იმერეთის აღმასრულბელი დირექტორი, მარი დევიძე.