ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს, მას ლევან დავითაშვილი ჩაანაცვლებს.
მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.
Ნათია თურნავა ამბობს, რომ ის ძალების მოსინჯვას სხვა სფეროში აპირებს, თუმცა ,,ქართული ოცნების” გუნდის ერთგულ წევრად რჩება. Მან გუნდს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ 3 წელი, რომლის განმავლობაშიც ის ეკონომიკის მინისტრის თამანდებობას იკავებდა, რთული და გამოწვევებით სავსე იყო, მაგრამ შეიქმნა მყარი საფუძველი იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკა გაჯანსაღდეს.
,,ახლა მოდის ახალი ინიციატივების პერიოდი, ახალი გამოწვევებია. დარწმუნებული ვარ, რომ ლევან დავითაშვილი თავისი ჩვეული საქმისადმი ერთგულებით, გამოცდილებით და პროფესიონალიზმით ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე გაართმევს თავს და იქნება ერთ-ერთი წარმატებული ეკონომიკის მინისტრი,’’-აცხადებს ნათია თურნავა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად კი ოთარ შამუგია დაინიშნა.
ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას 2019 წლის 18 აპრილიდან იკავებდა, ლევან დავითაშვილს კი ამ დრომდე სოფლის მეურნეობის მინისტრის პოზიციაზე იყო დანიშნული.