ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი და ქუთაისის ყოფილი მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე  შიმშილობის აქციას არ შეუერთდება.

დეკანოიძის თქმით, არსებობს პროტესტის სხვა ფორმები და ერთ-ერთი მათგანია ბრძოლა მთავარი მოწოდებით, გაათავისუფლონ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი.

დეკანოიძე ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნაა.

“მე არ ვაპირებ შიმშილობას, იმიტომ, რომ ბრძოლა არის მრავალკომპონენტიანი, სხვადასხვა მიმართულებით და არსებობს კონკრეტული ფუნქცია, რომელიც უნდა შევასრულო. მთავარი მოწოდება არის ის, რომ განთავისუფლდეს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური დევნა,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ​.

გუშინ, 21 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მელიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით უვადო, მასობრივი შიმშილობა დააანონსა.

მელია ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში განიხილავდა და ექსპრეზიდენტმა  ამის შესახებ სააკაშვილმა არ იცოდა.

საპროტესტო შიმშილობის ლოკაცია კახეთის გზატკეცილზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაა. მოშიმშილეებს შორის არიან როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ისე სამოქალაქო აქტივისტები. შიმშილობის აქციას მიმართავს ერთ-ერთი სასულიერო პირიც.

შიმშილობს თავად “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე შიმშილობის აქციაში ჩაერთვნენ პარტიის სხვა ლიდერები, მათ შორის გიორგი ბარამიძე, აკაკი მინაშვილი და გიორგი ბოტკოველი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *