კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში და მომავალი წლისთვის სახელოვნებო განათლების რეფორმა დააანონსა.
ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის” ფორმატში ისაუბრა.
„რეფორმაში ვგულისხმობ იმას, რომ კარგი იქნება, თუკი სამხატვრო აკადემია, კონსერვატორია, სპორტის უნივერსიტეტი და ასევე კინოსა და თეატრის უნივერსიტეტი ფულის საჭიროების გამო რაც შეიძლება მეტ დაფინანსების მომტან სტუდენტს კი არ მოიყვანენ უნივერსიტეტში, არამედ მოიყვანენ იმ ადამიანებს უფასოდ, ან ფასით, რომელიც სჭირდება ქართულ კულტურას და სჭირდება ბაზარს – ამაში სამარცხვინო არაფერია, რადგან დღეს ქართულ თეატრებს არ ჰყავთ, მაგალითად, სცენის გამნათებლები, დღეს ქართული თეატრები შეჰყურებენ 2-3 ღვაწლმოსილ, უკვე ხანდაზმულ რეჟისორს და სულს ვუბერავთ მთელი ქვეყანა, რომ ისინი იყვნენ ჯანმრთელად და, რა თქმა უნდა, იქნებიან კიდევ ბევრი წელი, მაგრამ რეჟისურა და თუნდაც კონსერვატორიის მიმართულებით ვოკალისტის ჩამოყალიბებას სჭირდება ძალიან დიდი თანხები და ეს თანხები, რასაც სახელმწიფო ხარჯავს, პროფესიონალების ჩამოყალიბებას უნდა მოხმარდეს და არა იმას, რომ რაც შეიძლება მეტი სტუდენტი უნდა გამოვუშვათ ბაზარზე, რომელიც შემდეგ უბედურია იმიტომ, რომ არც კარიერა აქვს და არც სამუშაო ადგილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.