ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მათ მიერ ჩადენილ სასტიკი დანაშაულების გადაფარვას ცდილობს.
“ცდილობენ თავისი ძალიან — რბილად ვიტყვი — ცუდი ქმედებების, ანუ სასტიკი დანაშაულების გადაფარვას. მას არქმევენ, უბრლაოდ, ესეც პიარული ხრიკია, შეცდომებს. შეცდომა ვერ დაერქმევა ვერასდროს იმ ხალხის წამებას, იმ ხალხის ღირსების საერთოდ გაუქმებას ამ ქვეყანაში, რომელიც ხალხიც ამ ქვეყნის მოსახლეობის, სამწუხაროდ, ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა; ბიზნესების წართმევას და უცებ გახსენებას, თითქოს ღამის სამ საათზე მოუნდა ვიღაცას, რომ სახელმწიფოს ბიზნესი აჩუქოს. ამას ვერ დაერქმევა შეცდომები.
მდინარაძის თქმით, დამნაშავეები შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტით უნდა დაისაჯონ.
ეს არის უდიდესი და ძალიან ცუდი ქმედებები და დანაშაულებები. ამ დანაშაულებებისათვის ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვის მიმართაც შესაბამისი მტკიცებულების სტანდარტით იქნება შეგროვებული მასალები, რომ ამ ადამიანმა კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა”, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დღეს, მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა. მოსამართლეთა კოლეგიამ 7 ნოემბრის საქმე განიხილა. სააკაშვილი საკუთარ სასამართლო სხდომას პირველად დაესწრო და მას სიტყვით გამოსვლის უფლებაც მიეცა.
შემდეგი სხდომა 23 დეკემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.