„ვარდების რევოლუციიდან“ 18 წლის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელახლა დებს ფიცს, რომ „ქვეყანა
დაიბრუნებს ძველ დიდებას და ბრწყინვალებას“.
ის განცხადებას ფეისბუკ გვერდზე აქვეყნებს.
„რევოლუციამდე საქართველო იყო ტერიტორია და შემდეგ გახდა სახელმწიფო. საქართველო გახდა “ერი სხვა ერთა შორის”, როგორიც იყო ილია ჭავჭავაძის ოცნება. საქართველო იყო სიბნელეში და გაბრწყინდა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არ ვართ პატარა სოფელი იმით, რომ გავხდით მსოფლიოს მოწინავე რეფორმატორი ქვეყანა.
ამერიკის პრეზიდენტი საგანგებოდ ჩამოვიდა და გვიწოდა “მსოფლიო დემოკრატიის შუქურა”. მითხრა, რომ ეს ვიზიტი იყო მის ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელი და შთამაგონებელი მოგზაურობა.
2003 წლის ნოემბერში საქართველოში მშვიდობიანი სახალხო გამოსვლების სერია დაიწყო, რასაც მოჰყვა 23 ნოემბერს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომა და საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება. ეს ფაქტი „ვარდების რევოლუციის“ სახელით მოინათლა და შევიდა ისტორიაში.
ვარდების რევოლუციამ საქართველოში შეცვალა შევარდნაძისა და მისი გუნდის 11 წლიანი მმართველობა. მან არნახულად დიდი პოპულარობა მოუტანა მიხეილ სააკაშვილს და აქცია ის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნების ფაქტობრივად უალტერნატივო ლიდერად.
ვარდების რევოლუციამ მნიშვნელოვნად შეარყია ასლან აბაშიძის მმართველობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. აბაშიძემ ხელისუფლების შენარჩუნება მხოლოდ რამდენიმე თვის მანძილზე შეძლო.
ვარდების რევოლუციამ გაზარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ასევე ბურჯანაძისა და ჟვანიას ბლოკის პოპულარობა. რევოლუციის შემდეგ მკვეთრად დაეცა სხვა პოლიტიკური პარტიების, განსაკუთრებით საქართველოს ლეიბორისტული პარტიისა და ახალი მემარჯვენეების რეიტინგი. მათ რევოლუციის შემდეგ წევრთა 15-17%-იანი კლება განიცადეს.
ვარდების რევოლუციამ გავლენა მოახდინა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებებზე. მას მოჰყვა ნარინჯისფერი რევოლუცია 2004 წელს უკრაინაში და ტიტების რევოლუცია 2005 წელს ყირგიზეთში.” – წერს მიხეილ სააკაშვილი თავის მიმართვაში.