,,დროას’’ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა.
მან ეს გადაწყვეტილება მას შმდეგ მიიღო, რაც იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.
„გორის კლინიკაში უსაფრთხოდ გადაყვანა არის ამ შემთხვევაში გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით, ამიტომ ეს არის საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის.
ველოდები ექიმს და ასევე ველოდები, რა თქმა უნდა, გადასვლის პროცესს. მე სიმართლე გითხრათ მინდოდა ძალიან სწრაფად განცხადების გაკეთება, მაგრამ ვუწევდი ანგარიშს ადამიანს, რომელიც ცუდად არის. დამატებითი ბარიერებით ნუ შევაფერხებთ ამ პროცესს და მე ველოდები ახლა ექიმს და გავყვები ექიმის რეკომენდაციებს,’’-ამბობს ელენე ხოშტარია.
ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში 17 დღე შიმშილობდა.