სახალხო დამცველის და მის მიერ შექმნილ ექიმთა ჯგუფის განცხადებით,
მათი 17 ნოემბრის დასკვნის გაუთვალისწინებლობის გამო სააკაშვილს განუვითარდა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულება – ვერნიკეს ენცეფალოპატიით გამოწვეული გულყრა, ახლა კი სახეზეა უფრო საშიში გართულების – ვერნიკეს ენცეფალოპათიით გამოწვეული ეპილეფსიური სტატუსის ან კომის განვითარების მაღალი ალბათობა, რაც შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულდეს.
სახალხო დამცველი და ექიმების ჯგუფი ხელისუფლებას სააკაშვილის მულტიფუნქციურ ჰოსპიტალში გადაყვანისკენ მოუწოდებენ.
“მდგომარეობის კრიტიკულობიდან და მოსალოდნელი გართულებების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი და ექსპერტთა ჯგუფი კიდევ ერთხელ მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს/სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა შესაბამის ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, რადგანაც სახეზეა უფრო საშიში გართულების – ვერნიკეს ენცეფალოპათიით გამოწვეული ეპილეფსიური სტატუსის ან კომის განვითარების მაღალი ალბათობა, რაც შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულდეს”, — აცხადებენ სახალხო დამცველი და ექსპერტთა ჯგუფი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. Გუშინ მან გონება დაკარგა. ამჟამად გლდანის მე-18 დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.