უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენოსოვამ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა.
ომბუდსმენის განცხდებით, უკრაინის მოქალაქის უფლებების დარღვევაზე აცნობა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, ეუთოს თავმჯდომარეს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, გაეროსა და ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტებს, უკრაინაში მოქმედ 9 საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციას და უკრაინაში მოქმედი უცხო სახელმწიფოების 78 დიპლომატიური მისიას.
“გამოვთქვი იმედი, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გამახვილება მისი უფლებების დარღვევაზე უზრუნველყოფს მის სიცოცხლეს, უსაფრთხოებას, ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას და სამართლიან სასამართლოს”, — წერს ლუდმილა დენისოვა.