ქართული ოცნების დეპუტატის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მოშიმშილე ადამიანების ყურება “ძალიან მძიმეა” და განსაკუთრებით ელენე ხოშტარიას მდგომარეობას განიცდის.
დეპუტატის განცხადებით, ელენე ხოშტარიამ და დანარჩენმა მოშმშილეებმა უნდა იცოდნენ, რომ სააკაშვილის სამედიცინო უზრუნველყოფა მაღალ დონეზეა და გლდანის #18 სამკურნალო
დაწესებულების სამედიცინო რესურსები მულტიფუნქციურია. ამასთანავე, დეპუტატი ამბობს, რომ ამ რეალობის მიუხედავად,ისინი მაინც აკეთებენ პოლიტიკურ “დემარშს”, რაც სააკაშვილის გეგმის ნაწილია.
“ძალიან მძიმეა ამის ყურება, ძალიან მძიმეა და განსაკუთრებით ელენეზე განვიცდი. მიუხედავად თავისი რაღაც საქციელისა, რომელიც ჩემთვის მიუღებელია, მე მგონია, რომ იგი პოლიტიკოსია, რომელიც საღად აზროვნებს და ზუსტად უნდა იცოდეს მანაც და აქ მოშიმშილეებმაც, რომ სააკაშვილის სამედიცინო უზრუნველყოფა არის საკმაოდ მაღალ დონეზე და მულტიფუნქციურია ყველაფერი, რაც არის შექმნილი მის გარშემო ამ სამედიცინო დაწესებულებაში. მაღალი დონის პროფესიონალები არიან ექიმები, რომლებიც მას 24 საათი მზრუნველობას არ აკლებენ.
“მე ვფიქრობ, რომ ეს დემარშია, იმისთვის, რათა საბოლო ჯამში მაინც სააკაშვილის გეგმა ამ დესტაბილიზაციის და რევოლუციის და მისი გამოტაცების თაობაზე იქნეს აღსრულებული.”, — განაცხადა პოლიტიკოსმა.
ელენე ხოშტარია მე-14 დღეა შიმშილობს და ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.