ქუთაისში, სუსის შენობასთან, ,,გირჩის’’ წევრმა იმედა კლდიაშვილმა აქცია გამართა.

მან ავტომობილით სუსის შენობის შესასვლელი გადაკეტა. იმედა კლდიაშვილი მანქანიდან არ გადმოსულა, მას ავტომობილზე წარწერა ჰქონდა გაკეთებული: ,,კომენტარს არ ვაკეთებ, მიმართეთ პრესცენტრს’’.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. იმედა კლდიაშვილის   ავტომობილი ევაკუატორით საჯარიმო ავტოსადგურზე გადაიყვანეს.

 

,,იმედა კლდიაშვილმა და ,,გირჩის’’ სხვა წევრებმა სხვადასხვა ქალაქებში გადაკეტეს სუსის შენობის შესასვლელი. გამოათრიეს იმედა კლდიაშვილის მანქანა და საჯარიმო ვტოსადგურზე გადაჰყავთ. მაინტერესებს რა მოხდება, როცა იმედა კლდიაშვილის საქმე დადგება დღის წესრიგში. ის მანქანიდან არ გადმოდდის და არც გადმოვა,’’-ამბობს ,,გირჩის’’ წევრი, თეიმურაზ პატარიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *