#59 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 124 უბნის წინასწარი მონაცემებით,
2021 წლის არჩევნების მეორე ტურზე ხმათა უმრავლესობა მმართველი გუნდის ქუთაისის მერობის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა მოიპოვა. მან 34925 ხმა მიიღო, რაც არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 51,64%-ს შეადგენს. რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატს, ხატია დეკანოიძეს, მას ხმა 32703 ამომრჩეველმა მისცა, რაც 48, 36%-ს შეადგენს.
გაბათილდა 2396 ბიულეტინი.
2021 წლის არჩევნების მეორე ტურზე ქუთაისში არჩევანი ჯამში 69 871 ადამიანმა დააფიქსირა, რაც ქუთაისში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 45, 45%-ს შეადგენს.