2021 წლის არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია.

 

,,მთავარი არხის” დაკვეთით შესრულებულ ეგზიტპოლის გამოკითხვის შედეგად, ხმების 53%  გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ, ხოლო 47% ,,ქართული ოცნების’’ კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა მოიპოვა. განსხვავებულია ტელეკომპანია ,,იმედის” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვით, იოსებ ხახალეიშვილმა 51%,ხოლო ხატია დეკანოიძემ 48% მოიპოვა.

 

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის 20:00 საათის მონაცემებით, არჩევანი 69 871 ადამიანმა დააფიქსირა, რაც ქუთაისში რეგისტრირეებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 45, 45 პროცენტს შეადგენს.

30 ოქტომბერს ქუთაისში არჩევნების მეორე ტური გაიმართა. უბნები 8:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურა.

ქუთაისში სულ 124 უბანია და რეგისტრირებულია 153746 ამომრჩეველი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *