„ევროპის სახალხო პარტია”  საქართველოს ხელისუფლებას მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანისკენ მოუწოდებს.

პარტიაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება პასუხისმგებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერ გაუარესებაზე.

„შეშფოთებული ვართ, გავრცელებული ინფორმაციით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მოვუწოდებთ, საქართველოს ხელისუფლებას სასწრაფოდ გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი შესაბამის სამოქალაქო საავადმყოფოში“, – ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის” განცხადებაში, რომელიც „ტვიტერის“ გვერდზეა გამოქვეყნებული.

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. ადვოკატები ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაცია მოხდება გლდანში, პენიტენციური სისტემის საავადმყოფოში.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *