ხმაური იყო და დაპირისპირება იყო მთავრობის ადმინისტრაციასთან,
სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. სამართალდამცავებმა 2 პირი, ნიკა ნარსია და ოთარ გურგენიძე დააკავეს.
მოქალაქეები პოლიციამ მაშინ დააკავა, როცა ისინი მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ წარწერების “თავისუფლება მიშას” გაკეთებას ცდილობდნენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აღნიშნული პირების დაკავება შეუძლებელია, ვინაიდან ისინი დეპუტატობის კანდიდატები არიან. მათი თქმით, სამართალდამცავებს დაკავებულების გამოშვება მოუწევთ.
უკრაინიდან საქართველოში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცველებმა 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და ის ამჟამად რუსთავის ციხეში იმყოფება. ექსპრეზიდენტს ორ საქმესთან დაკავშირებით პატიმრობა სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა, ხოლო კიდევ ორ საქმესთან დაკავშირებით მას ბრალი აქვს წაყენებული.