ქუთაისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

პირველი ტურის მონაცემებით, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ ხმათა 43.35 პროცენტი მიიღო, ხოლო “ქართული ოცნების” კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა 41.49 პროცენტი. შესაბამისად, მეორე ტურში აღნიშნული კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას.

რაც შეეხება, საკრებულოს მანდატებს, ქუთაისის საკრებულო 25 წევრისგან შედგება, სადაც  ქართული ოცნებისა და ოპოზიციის დეპუტატები თითქმის თანაბარი რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილები.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, “ქართულ ოცნებას” საკრებულოში 18 მანდატი ექნება, მათგან 13 წევრი პარტიული სიიდან შედის, ხოლო 5 დეპუტატმა მაჟორიტარული მანდატი მოიპოვა.

დანარჩენი 17 მანდატი სავარაუდოდ, შემდეგნაირად განაწილდება: “ნაციონალური მოძრაობა” – 14 მანდატს მიიღებს, 12 პარტიული სიით ხოლო 2 მაჟორიტარი, გახარია – საქართველოსთვის – 2 დეპუტატით იქნება საკრებულოში წარმოდგენილი, ერთი მანდატის მოპოვება კი გიორგი ვაშაძის პარტიამ -“სტრატეგია აღმაშენებელმა” შეძლო.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები გაიმართა.არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

ფოტო:პუბლიკა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *