გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატი,
ხატია დეკანოიძე ქუთაისელ ამომრჩეველს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობსი არჩევნებზე მიღებული შედეგი ოლიგარქიული მმართველობის რღვევაზე მიანიშნებს. მისი თქმით, მიოუხედავად ამომრჩეველზე ზეწოლისა და ძალადობისა, ქართველმა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს უარი უთხრა.
,,ოპოზციცია დიდ ქალაქებში იმარჯვებს. Მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თვალით ვხედავდი როგორ იყენებდა რეჟიმი ძალადობის მანქანას ხმების მოსაპოვებლად, ქართველმა ხალხმა მაინც ღირსეული არჩევანი გააკეთა. Მადლობა, ჩემს ქუთაისს ნმდობისთვის. მადლობა ჩემი შტაბის წევრებს, რომლებიც სალი კლდესავით იცავდნენ თითოეულ ხმას. მადლობა ჟურნალისტებს, რომლებიც ყოველწუთიერად იდგენ მოქალქეების გვერდით და აშუქებდნენ წარმოუდგენელი დარღვევევბის ფაქტებს. ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ ვიმარჯვებთ, მეორე ტური გარდაუვალია, ეს კი საბოლოოდ ვადამდელ არჩევნებამდე მიგვიყვანს,’’-აცხადებს ხატია დეკანოიძე.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისის მერობის კანდიდატებს შორის ხატია დეკანოიძე ლიდერობს. Მან ხმების 43.20% მიიღო, ხოლო ,,ქართული ოცნების’’ მერობის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა – 41,56%.