15:00 საათის მონაცემებით არჩევანი 1 მილიონ 160 413 ამომრჩეველმა გააკეთა.

ამომრჩეველთა აქტივობამ საქართველოს მასშტაბით 33.18% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 მილიონ 160 413 ამომრჩეველია.

“კენჭისყრის პროცესი გრძელდება და მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩევლებს, იაქტიურონ, ვინაიდან არჩევნების დასრულებამდე ოთხი საათი დარჩა. აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს №4 კრწანისის საარჩევნო ოლქში 28 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა საპილოტე პროექტის ფარგლებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. ამომრჩევლები ხმას სპეციალური აპარატის გამოყენებით აძლევენ, აპარატის საშუალებით შედეგები კენჭისყრის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი. თუმცა აღნიშნულ უბნებზე ბიულეტენებს ასევე დაითვლიან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები”, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *