პარტია “საქართველოსათვის” ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გოგუაძემ არჩევნებზე თავისი პოზიცია დააფიქსირა.
“დღეს, გავაკეთე არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის. მე მჯერა, რომ ქუთაისი დღეს გააკეთებს ღირსეულ არჩევანს. მოგიწოდებთ ყველას, რომ მიხვიდეთ არჩევნებზე და დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია უკეთესი ქუთაისისთვის.”- ამბობს გოგუაძე.