,,ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ არჩევანი 117-ე უბანზე დააფიქსირა.
ხატია დეკანოიძე თქმით, ხმა ოლიგარქიული მმართველობის დასრულებას და კოალიციურ მთავრობას მისცა.
,,მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც სულერთი არაა, როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის მომავალი: მოვიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ნებისმიერ პროდასავლურ პარტიას. ყველაზე მნიშვნელოვანი გაღარიბებული,რაც თითოეულ ჩვენგანს უჭირავს, არის ერთი ხმა, ამიტომ ყველამ უნდა გავაკეთოთ არჩევანი. თუ არ გვინდა, რომ ვიცხოვროთ გაღატაკებული ქვეყანაში, პრემიერ-მინისტრად წოდებული პირი ნება ყოველდღე ბიძინაობას გვილიცავდეს და სუსი ყოველდღე გვისმენდეს, ხმა მიეცით ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. მე ხმა დემოკრატიას, კოალიციურ მთავრობას, სიღატაკის, უმუშევრობის დაძლევას მივეცი,”- აცხადებს ხატია დეკანოიძე