,,ლეიბორისტული პარტია” სოციალურად დაუცველებისთვის, image= განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის და პენსიონერებისთვის მეცამეტე პენსიის დაწესების ინიციატივით გამოდის. პარტიის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დღეს სწორედ ამ ჯგუფებს შეხვდა და მათთვის სათანადო პირობების შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა. სამსონ გუგავას, თქმით, იმ პირობებში, როცა ქვეყანა უკიდურეს გაჭირვებაშია, მეცამეტე პენსია ამ ადამიანების მდგომარეობას მნიშვნელოვნად ვერ გააუმჯობესებს, მაგრამ ეს მათთვის მაინც გარკვეული შეღავათი იქნება.
,,ამ ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა, მათ სჭირდებათ შეხიდება. საჭიროა მივცეთ სოციალური გარანტიები, რათა ვარ იგრძნონ თავი მიტოვებულად. გარდა მეცამე პენსიიისა, ლეიბორისტული პარტია მოსახლეობისთვის სხვა სოციალური გარანტიების ინიციატივითაც გამოდის, ესენია: უფასო მუნიციპალური საავადმყოფო და უფასო მუნიციპალური ტრანსპორტი,”-ამბობს სამსონ გუგავა.
შეხვედრის მონაწილეებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რასაც ყოველდღიურად აწყდებიან.
,,განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირები არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან: არ არის ადაპტირებული გარემო, პანდუსები მოუწესრიგებელია, არ გვაქვს ადაპტირებული სასტუმროები, მძიმეა შშმ პირების ეკონომიკური მდგომარეობა, რადგან მათი პენსია მინიმალურია. სახელმწიფომ ყურადღება უნდა მიაქციოს ჩვენს მდგომარეობას,” -ამბობს შშმ პირთა ფედერაცია ,,აღორძინება 2002″-ის თავმჯდომარე, თეიმურაზ ჭეიშვილი.