ENKA საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს – ნამახვანჰესის ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება.
ამის შესახებ Eნკა ღენეწაბლეს-ის მშობელი კომპანიის – ENKA İNŞAAთ-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზს მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს.
“ENKA ღენეწაბლეს-ი, რომელშიც ENKA İNŞAAთ-ი 90%-იან წილს ფლობს, საქართველოს სახელმწიფოს აცნობს, რომ მოხდეს ნამახვანის
ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა-ფლობა-ოპერირების თაობაზე, 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა/
გაუქმება, რის მიზეზსაც კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს”, – ნათქვამია განცხადებაში.
წყარო : BMG