ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო კაბინების კონსტრუქციის შეცვლის საკითხს განიხილავს.

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სიორიძემ თქვა, რომ კაბინების შეცვლის მიზანია, “უფრო მეტად გამოჩნდეს ამომრჩევლის სილუეტი იმდაგვარად, რომ ფარულობა ხმის მიცემისა იყოს გარანტირებული”.

ის ასევე განმარტავს, რომ ეს ცვლილება შეამცირებს მანკიერ პრაქტიკას – საარჩევნო უბნიდან ბიულეტენების გატანას და შემოტანას.

“აღნიშნული გამორიცხავს, ყოველ შემთხვევაში, ამცირებს იმ მანკიერ პრაქტიკას, რომელიც დაკავშირებული იყო ბიულეტენების საარჩევნო უბნიდან გატანასა და შემოტანასთან.- ” – ამბობს გიორგი სიორიძე.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *