გოგი წულაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია
წულაიას ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა რადიო “ძველ ქალაქს” დაუდასტურა. მისი თქმით, მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი 6 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მორიგი სასამართლო პროცესი 17 აგვისტოს ჩაინიშნა.
“სასამართლომ გაითვალისწინა ის არგუმენტები და პოზიციები და ის დამატებითი სამედიცინო მტკიცებულებები, რაც წარდგენილი იქნა ამ შუამდგომლობის საფუძველზე,”-განაცხადა უფლებადამცველმა.
ადვოკატის თქმით, წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
გოგი წულაია 17 მარტს ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.