პრემიერ მინისტრის ინიციატივით, ცხადდება ამნისტია, რომელიც ეხება იმ პირებს,
ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრათ.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, სახდელისგან გათავისუფლდება დაახლოებით 245 ათასზე მეტი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი. საუბარია იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესების დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე.
“აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ამნისტია შეეხება და როგორც სისხლისსამართლებრივი სახდელისგან, ასევე, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება, დაახლოებით, 245 000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე და 344 იურიდიული პირი”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღეს.