ქუთაისში ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის საჭირო სერვისების მიწოდების,

ფსიატრიულ დაწესებულებებში არსებული გამოწვევებისა და მათი დაძლევის გზებზე დისკუსია გაიმართა. შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით მოეწყო. დისკუსიაზე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული ხარვეზების შესახებ ისაუბრეს, რაც სათანადო ფსიქოლოგიური სერვისების მიწოდებას აფერხებს. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, პაციენტებისადმი არასათანადო მოპყრობა,იძულებითი მკურნალობა, დაფინანსების სიმცირე -ეს ის ბარიერებია, რის გამოც პაციენტები ხშირად ხარისხიან სერვისს ვერ იღებენ.

,,დიდი პრობლემაა ის,რომ ეს ადამიანები არიან ჩაკეტილ ინსტიტუციაში იმყოფებიან და ვერ საუბრობენ პრობლემაზე. მათ არ შეუძლიათ ხმა მიაწვდისნონ სამყაროს. ხშირად ფსიქიატრიული პაციენტები ღირსებისშემლახავ პირობებში იმყოფებიან, გამუდმებით ირღვევა მათი უფლებები. ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია, გარდა ამისა, ხშირად არასათანადოდ ექცევიან. სახელმწიფო ფსიქიკური სერვისების გაუმჯობესებაში მხოლოდ მიზერულ თანხებს დებს. ამ ინსტიტუცია ში წლიდან წლამდე პროგრესი ვერ შეინიშნება. პრობლემაა ისიც, რომ ჩვენთან მხოლოდ მედიკამენტური მკურნალობაა, როცა ბევრ განვითარებულ ქვეყანაში მკურნალობა ბიო-ფსიქო-სოციალურ მოდელს ემყარება.საჭიროა მეტი მგრძნობელობა თემისადმი,”-ამბობს პრევენციის ეროვნული მექანიზმის დეპარტამენტის უფროსი ნიკა კვარაცხელია.

შეხვედრაზე ასევე იძულებითი მკურნალობის მიუღებლობაზე გაამახვილეს ყურადღება, აღინიშნა, რომ უნდა გადაიგას ქმედითი ნაბიჯები, რათა სტაციონარში ადამიანების იძულებით მოთავსებას ადგილი აღარ ჰქონდეს.

,,2006 წლის გაეროს კონვენციის მიხედვით, პაციენტის,რომელსაც ფსიქიკური პრობლემების აქვს იძულებით სტაციონარში მოთავსება არ შეიძლება. ჩვენს ქვეყანაშიც უნდა გადაიდგას ამ კუთხით ნაბიჯები. მართალია სადავო თემაა და ერთბაშად ეს ვერ დაიხვეწება,მაგრამ ნელ-ნელა ჩვენ აქამდე უნდა მივიდეთ. პრობლემაა ისიც, რომ ფსიქოპაცენტები გარკვეული სტიგმის მსხვერპლნი არიან. საჭიროა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ადამიანების ცნობიერების ამაღლება,”-ამბობს შშმ პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ნინო ვალიკოვა.

შეხვედრას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სტუდენტები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *