ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩაზე, კოვიდგადატანილი ქალი
მეხუთე სართულიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. შემთხვევა დილით მოხდა. ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. მეზობლების ინფორმაციით, 83 წლის ქალმა თავის მოკვლა ორი კვირის წინ, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშიც სცადა ,სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა. რაც შეეხება თვითმკვლელობის მიზეზს, მეზობლები ვარაუდობენ, რომ ხანდაზმულ ქალბატონზე გავლენა გადატანილმა ვირუსმა მოახდინა.
,,ორი თვის წინ მთელს ოჯახს კორონა ვირუსი დაუდასტურდა და საავადმყოფოში მკურნალობდნენ. სიძე კოვიდ 19-ით გარდაიცვალა. დაახლოებით, ორი კვირის წინ ქალბატონი საავადმყოფოს პირველი სართულიდან გადმოხტა და ფეხი მოიტეხა. საავადმყოფოდან ახალი გამოწერილია. დღეს მეხუთე სართულიდან გადმოხტა. არ ვიცი რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. კოვიდ გადატანილი ადამიანი ყოველთვის აღგზნებულია და ალბათ, ვერ გაუძლო. კოვიდით მისი სიძე გარდაიცვალა, ქალიშვილი კი ახლაც ცუდადაა, ესეც მოახდენდა გავლენას,”‘-ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.
,,დილით საშინელი ხმა გავიგეთ. ისეთი ხმა იყო, გახედვისაც შეგვეშინდა. მოულოდნელი იყო ეს ამბავი. როგორც ვიცით, შემთხვევის დროს სახლში ოჯახის წევრებიც იმყოფებდოდნენ და მომხდარი დაინახეს. ოჯახში ყველამ კოვიდი გადაიტანა, სხვა რაიმე პრობლემა, როგორც ვიცი, არ ჰქონიათ,’’-ამბობენ მეზობლები.
შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.