გოგი წულაია პარტიას აფუძნებს. Ამის

შესახებ მან განცხადება საპატიმროდან გამოაქვეყნა. Წულაია წერს, რომ პარტია მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

“თუ ვინმე ოდესმე მისმენდა, იცის რა დამოკიდებულება მაქვს სოციალური და საერთო სამართლიანობის მიმართ. ასევე, თვითმართველობის გაძლიერების მიმართ , რომ ახლანდელი თვითმართველობა არის მხოლოდ ბუტაფორია და მეტი არაფერი და ასევე რა მიდგომები მაქვს ახალ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით ადგილობრივᲘ მრეწველობის განვითარებაზე. აი, ეს იქნება პროგრამა მაქსიმუმი, რადგან ჩვენს ქვეყანაში მივაღწიოთ რეალურ თვითმართველობაᲡ, სამართლიანობასა და მრეწველობას, რომელიც გაადარჩენს ქვეყანას,”-Წერს წულაია.

Შეგახსენებთ, რომ გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ 10 მაისს მას წინასწარი პატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივა. Შემდეგი პროცესი 31 მაისაა ჩანიშნული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *