გოგი წულაიამ საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობა

კვლავ დაიწყო. ის არც მედიკამენტებს იღებს. წულაიამ ციხიდან წერილი გამოაქვეყნა, სადაც ითხოვს, რომ მოხდეს მოსამართლისა და პროკურორის აცილება. 

დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ გოგი წულაიას მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას აქვს ადგილი, სასამართლო პროცესები კი წინასწარ დადგმული სცენარით ვითარდება. 

“დაიწყო შიმშილობა. კატეგორიულად უარს ამბობს მედიკამენტების მიღებაზე. აცხადებს პროტესტს, რომ სასამართლო მისთვის ფორმალური ინსტიტუცია აღმოჩნდა. მან წინასწარ იცის შედეგი რა იქნება, რადგან არც ერთი მოთხოვნა და შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. წულაია ამბობს, რომ ეს არ არის სასამართლო პროცესი, ეს არის ბერა ივანიშვილის ხელისუფლება გოგი წულაიას წინააღმდეგ. გოგი თვლის, რომ მის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას აქვს ადგილი,”-ამბობს დაკავებულის ადვოკატი, ვალერი გელბახიანი.

10 მაისის სასამართლო პროცესზე გოგი წულაიას წინასწარი პატიმრობის ვადა კიდევ ორი თვით გაუხანგრძლივდა. შემდეგი პროცესი 31 მაისსაა ჩანიშნული.

გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *