ქუთაისის მერიაში “საერთაშორისო

გამჭვირვალობა საქართველოს” კვლევას პასუხობენ. Მერიის იურისტი ირაკლი გიორგაძე ამბობს, რომ მოცემულ შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტთან არანაირი კავშირი არ არსებობს.

“Მინდა წარმოგიდგინოთ შემოსავლების სამსახურიდან აღებული ცნობა, რომელიც საჯაროა და ნათლად ჩანს, რომ შპს “იუკო”, რომელიც დაფუძნებულია 2006 წელს ეკონომიკურ საქმიანობას 2010 წლიდან აღარ ეწევა. Შპს-Ს დამფუძნებლად ფიქსირდება ბატონი იუზა, თუმცა, 2019 წლიდან მან უარი თქვა მართვაზე და გადასცდა წილები მესამე პირს და არ ერევა მის საქმიანობაში. Რაც შეეხება შპს “ლიკო” 1-ს, ის არის ერთი პირის დაფუძნებული და ეს არის ზაალ ხიდაშელი. Ის ასევე არის იუკოს დამფუძნებელი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ინტერესთა კონფლიქტი არის. ტენდერები დახურულია და როგორ მოიძებნა ან ის ფაქტი მონაწილეობდნენ თუ არა სხვა იირები, უცნობია,”-აცხადებს მერიის იურისტი ირაკლი გიორგაძე.

“Საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” კვლევა დღეს გამოაქვეყნა. Მასში ნათქვამია, რომ იუზა უგულავას ბიზნესპარტნიორის კომანიამ 2019 წლიდან რამდენიმე ტენდერი ხშირ შემთხვევაში უკონკურენტოდ მოიგო, რომელთა ჯამური ღირებულება 294 545 ლარია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *