ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მრჩეველთა საბჭო
წარადგინა. მის შემადგენლობაში 25 წევრია და როგორც თავად ხახალეიშვილი განმარტავს, მასში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შედიან. ქუთაისის მერის თქმით, თითოეული წევრი მის საქმიანობაში ცნობილი და წარმატებულია. ხახალეიშვილმა საბჭოს წევრებთან ქალაქში დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
საბჭოს შემადგენლობა ასე გამოიყურება: ლაშა კვატაშიძე- ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი; ალექსანდრე სვანაძე -აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; მარიამ მარგველაშვილი -ქუთაისის უნივერსიტეტი; თამარ ღვინიანიძე-ტელე-რადიო კომპანია “რიონი”; თემურ ლანჩავა-საზოგადოება “ქუთაისელი”; ანზორ არველაძე-საზოგადოება “ძველი ქუთაისელი”; ბექა ქებულაძე-საზოგადოება “ბაღის კიდე”; გოჩა გიორგიძე- “დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი”; კოტე აბაშიძე-ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი; ირინა ლომინაძე-ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი; ნინო ხუხუა- “ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო”; დავით ჩხობაძე-“ვორლდ ვიჟენი”; თამარ ელბაქიძე- ფონდი “აფხაზინტერკონტი”; ქეთი ციბაძე-“დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი”; ლევან როხვაძე-“თეატრალური საზოგადოება”; ბექა ლომთაძე- მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში; რევაზ რობაქიძე-იმერეთის ოლიმპიური ჩემპიონი; მერაბ კეზევაძე-ქუთაისის ცენტრალური არქივი; გოგი კოპალიანი- საპატიო ქუთაისელების დარბაზი; გურამ გვენცაძე- იურისტი; მაია კეზევაძე- ექსპერტი ტურზიმის სფეროში; გეგა ორჯონიკიძე-შშმ პირი; ნესტან ნებულიშვილი- ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალისტი; ნანა ძაგნიძე- მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ჭადრაკში; ქუთათის -გაენათის ეპარქიის წარმომადგენელი.
ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო ქალაქში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაზე თითქმის ყველა მიმართულებით მსჯელობს და ქალაქის მერს რჩევებს აძლევს. აღნიშნული საბჭოები წინა მერების პერიოდშიც ფუნქციონირებდა, მათი შემადგენლობა იცვლება.