“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” გუბერნატორების

მიერ 2020 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა. კვლევის შედეგებში წერია, რომ 46 მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირიდან დეკლარაცია 10-მა ხარვეზებით შეავსო, საიდანაც 7 შემთხვევაში თანამდებობის პირს კერძო კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია. 4 შემთხვევაში კი საერთოდ არ აქვს დეკლარირებული მისი ან/და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული კომპანიები.

კვლევაში მოხვდა იმერეთის გუბერნატორის მოადგილე ლევან კიკნაველიძე. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანგარიშის მიხედვით, ლევან კიკნაველიძეს 2020 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ უხსენებია, რომ იგი არის შპს “სასარგებლო წყალი ნაბეღლავი” – 100% წლის მფლობელი და დირექტორი და შპს “ჯორჯიან ფეროელოის” დირექტორი.

“ლევან კიკნაველიძე ასევე არის შპს “გამა 222” – 50% წილის და შპს “ალიანსი 222” – 30% წილის მფლობელი, ეს ინფორმაცია მან ასახა დეკლარაციაშიც, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნულ წილები მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ გადაუცია. ლევან კიკნაველიძეს დეკლარაციაში არ მიუთითებია, რომ მისი მეუღლე ქეთევან ძიგრაშვილი ს.პ.ს “ძიგრაშვილი და კონსალტინგ ჯგუფის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორია, რაც კანონის დარღვევაა,”-ნათქვამია კვლევაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *