ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში 65 წლის ზევით მყოფი პირების ვაქცინაცია დაიწყება.
ვაქცინაციის მსურველები რეგისტრაციის გავლას 25 მარტიდან შეძლებენ.
,, საბჭომ ჩათვალა, რომ მნიშვნელოვანი იყო გვემსჯელა, თუ რა იქნებოდა საქართველოში შემდგომი ტაქტიკა ჯგუფებთან მიმართებით და ასევე, ლოკაციებთან მიმართებით. ჩვენ გამოვიტანეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება ვაქცინაციის პროცესში, კერძოდ, 75 წელზე და 65 წელს ზევით ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებელი იქნება ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სწორედ ეს ჯგუფებია ის მოწყვლადი ჯგუფები, ვისთვისაც კოვიდინფექცია არის ყველაზე საშიში და აქედან გამომდინარე, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პროცესი დაგვეჩქარებინა,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში 29 500 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა, ხოლო მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ, თუ რომელი ვაქცინა გაიკეთონ კორონავირუსზე.